Skip to main content
  • სპეციალისტებისთვის
  • კონტაქტი
  • ბაიერი გლობალი
header_logo
  • პრეპარატები
  • მკურნალობა და პროფილაქტიკა
  • კითხვა-პასუხი
Bayer Cross Logo
  1. მთავარი
  2. მკურნალობა და პროფილაქტიკა
  3. უხერხული მომენტები ტუალეტში გასვლისას

მოთმენა ან გაჭინთვა საზიანოა?

უხერხული შეკითხვები ტუალეტში გასვლასთან დაკავშირებით

ტუალეტში გასვლა - ყოველდღიური ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაა. სამედიცინო თვალსაზრისით ყველაფერს სწორად აკეთებთ? გავარჩიოთ ყველაზე ხშირად დასმული კითხვები რელიფის ხაზის პრეპარატების მწარმოებელთან - კომპანია ბაიერთან.

პირველ რიგში მითხარით, ბოლო მომენტამდე მოთმენა საზიანოა?

საზიანოა. თუ ადამიანი დროულად არ გადის ტუალეტში, განავალი თანდათან კარგავს წყალს და ხდება უფრო მკვრივი. მისი მოცილება რთულდება,რაც იწვევს შეკრულობას ან ანალური ნახეთქის წარმოქმნას.

წესების დაცვის შემთხვევაში, საზოგადოებრივი საპირფარეშო უსაფრთხოა. ნაკლებად სავარაუდოა რომ ტუალეტის სავარძელთან კონტაქტი რაიმე დაავადებას გამოიწვევს.

როგორც წესი, ინფექციები გადაიტანება ხელიდან პირის არეში. საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ აუცილებელია ხელების გულმოდგინე დაბანა. ხელების დაბანა უნდა მოხდეს მინიმუმ 20 წამის მანძილზე. სხვათაშორის, ჰერპეს ან პაპილომა ვირუსი არ არის გადამდები უნიტაზის გამოყენების დროს.

რელიფი ადვანსი სანთლები

რელიფი ადვანსი სანთლები

გაიგე მეტი

როგორ უნდა მოშარდოს მამაკაცმა, ფეხზე მდგომმა თუ დამჯდარმა?

თუ მამაკაცს არ აქვს ქვედა საშარდე გზების პრობლემა, აქ სხვაობა არ არის. თუ პრობლემა არის, ჯობია ჯდომა, რადგან ამ გზით შარდის ბუშტის დაცლა უფრო ადვილია.

სიმართლეა, რომ ტუალეტში ხანგრძლივად ყოფნისას ვითარდება ბუასილი?

შესაძლებელია. ითვლება, რომ ეს შეიძლება გახდეს ბუასილის გამომწვევი მიზეზი,  ვინაიდან, იზრდება წნევა უკანა ტანში არსებულ ვენებზე. ექიმები არ ურჩევენ პაციენტებს უნიტაზზე ხანგრძლივად ჯდომას, თუმცა ამ საკითხზე ჯერ კიდევ არ არსებობს მკაცრი სამეცნიერო მტკიცებულებები.

თუ დიდხანს ვიჭინთები და ვზივარ უნიტაზზე, ეს ძალიან ცუდია?

ამ შემთხვევაში შესაძლებელია გაუარესდეს ბუასილის მდგომარეობა ან გაჩნდეს ანალური ნახეთქი. იმისთვის, რომ დეფეკაციის პროცესი გაიოლდეს, უმჯობესია უნიტაზთან ფეხების სადგამი დადგათ. რამოდენიმე კვლევა აჩვენებს, რომ ეს პოზიცია ამცირებს დეფეკაციის დროს, თუმცა მკაცრი სამედიცინო რეკომენდაციები არ არსებობს. თუ გაჭინთვის მიზეზი შეკრულობაა, ექიმები, პირველ რიგში, გვირჩევენ რომ საკვებ რაციონში გავზარდოთ უჯრედისის შემცველი პროდუქტები და მივიღოთ წყალი უფრო დიდი რაოდენობით.

«რელიფის» ხაზის პრეპარატები ეფექტურად მოქმედებს ბუასილის სიმპტომებზე. მაგალითად, «რელიფის» სანთლები შეიცავს ფენილეფრინს, რომელიც ხელს უწყობს სისხლძარღვების შევიწროებას, ამცირებს სისხლდენას. «რელიფი ულტრას» სანთლები, ჰიდროკორტიზონის შემცველობის გამო ხსნის შეშუპებასა და ქავილს. «რელიფი ადვანსი» სანთლების შემადგენლობაში შედის ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი ბენზოკაინი, რომელიც ხსნის წვისა და ტკივილის შეგრძნებებს. გამოყენების წინ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. მნიშვნელოვანია იმოქმედოთ ინსტრუქციის შესაბამისად (სამკურნალო საშუალება არ გამოიყენოთ იმაზე ხანგრძლივად, ვიდრე რეკომენდებულია) 

რა არის უკეთესი: მშრალი ტუალეტის ქაღალდი, სველი ხელსახოცი თუ ბიდე?

მეცნიერებმა არ იციან, რა არის უკეთესი ჯანმრთელი ადამიანისთვის - ბიდეს თუ ტუალეტის ქაღალდის გამოყენება. არსებობს აზრი, რომ ბიდეს შეუძლია მოხსნას გაღიზიანება და დისკომფორტი, რაც ხშირია ტუალეტის ქაღალდის გამოყენების დროს. ასევე, ბიდე რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ მოძრაობის პრობლემები. სტანდარტული რჩევა დასავლეთის ქვეყნების ექიმებისგან: თუ მშრალი ქაღალდი არ გიხდებათ, მოიხმარეთ სველი ხელსახოცი. თუ ადამიანს აქვს ბუასილი, ანალური ნახეთქი ან ქავილი, ურჩევენ სველი ხელსახოცის გამოყენებას - მთავარია ის იყოს სპირტის და სურნელოვანი ნივთიერებების გარეშე.

რა მოვიმოქმედოთ, თუ ტუალეტის ქაღალდზე შევამჩნიეთ სისხლი?*

თუ აღნიშნული გრძელდება 2 დღეზე მეტხანს ან თან ახლავს სხვა სიმპტომებიც სასურველია ექიმთან ვიზიტი. ხშირ შემთხვევაში, სისხლი მიუთითებს ანალური ნახეთქის ან ბუასილის არსებობაზე, ან წარმოადგენს შეკრულობის შედეგს. სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, თუ სისხლდენა უხვია ან არ ჩერდება - ამჩნევთ სისხლის კოლტებს ან უნიტაზში წყალი იფერება წითლად.

კიდევ ერთი კითხვა - ჰაერის არომატიზატორები უსაფრთხოა?

უმჯობესია არ გამოიყენოთ. ჩატარდა კვლევები, რომელიც აკავშირებს ჰაერის არომატიზატორების ზემოქმედებას სასუნთქ სისტემაზე. ზოგიერთი მათგანი იწვევს ჰაერში საშიში ნივთიერებების წარმოქმნას, მაგალითად ფორმალდეჰიდის. უმჯობესია გამწოვის დაყენება ან საპირფარეშოს განიავება.

რელიფის ხაზის პრეპარატები წარმოებულია რექტალური სანთლებისა და მალამოების სახით. ისინი აფთიაქში იყიდება რეცეპტის გარეშე. მოქმედი ნივთიერება ხელს უწყობს ბუასილის სიმპტომების - ტკივილის, ქავილისა და წვის ალაგებას.

* ანალურ არხში სისხლის გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს

CH-20230512-103

სტატიები

ჩვენს სტატიებში თქვენ იპოვით ბუასილის შესახებ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს.

ბუასილის მკურნალობა

ბუასილის მკურნალობა

ბუასილის მკურნალობა შეიძლება იყოს კონსერვატიული ან ქირურგიული. კონსერვატიული თერაპია გულისხმობს სისტემური და ადგილობრივი სამკურნალო საშუალებების გამოყენებას, აგრეთვე არამედიკამენტური მეთოდების გამოყენებას

გაიგე მეტი
პრეპარატები

პრეპარატები

გარე და შიდა ბუასილის მკურნალობისთვის კლინიკურ პრაქტიკაში გამოიყენება “რელიფის” ხაზის პრეპარატები - მალამოები ან სუპოზიტორიები, რომელიც უზრუნველყოფს აქტიური ნივთიერებების მოსახერხებელ “ტრანსპორტირებას” დაზიანებულ უბნებში და აქრობს არასასურველ სიმპტომებს.

გაიგე მეტი
რა არის ბუასილი

რა არის ბუასილი

ბუასილი აზიანებს უკანა ტანის მიდამოს და წარმოადგენს სწორი ნაწლავის ქვედა ვენური კვანძების დაავადებას, რაც იწვევს ვენების გაგანიერებას - ე.წ. ჰემოროიდულ კვანძებს, რომელსაც ხშირად თან ახლავს სისხლდენა.

გაიგე მეტი
footer_logo

გვერდითი მოვლენების ან ხარისხზე საჩივრის დაფიქსირების სურვილის შემთხვევაში, მიმართეთ ჯანდაცვის სპეციალისტებ(მაგალითად, ექიმს ან ფარმაცევტს) ან მარეგულირებელ ორგანოებს. მიმართვა შეგიძლიათ, ასევე, გააგზავნოთ შემდეგ მისამართზე: drugsafety.russia@bayer.com

© 2014–2021 АО ««ბაიერი»».
CH-20230512-103

  • საიტის გამოყენების პირობები
  • ინფორმაცია საიტის შესახებ
  • პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სს "ბაიერის" სამომხმარებლო ხელშეკრულება
  • ტექნიკური ინფორმაცია
  • საიტის რუქა
  • ქუქი ფაილების პარამეტრები

 

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს