Skip to main content
  • სპეციალისტებისთვის
  • კონტაქტი
  • ბაიერი გლობალი
header_logo
  • პრეპარატები
  • მკურნალობა და პროფილაქტიკა
  • კითხვა-პასუხი
Bayer Cross Logo
  1. მთავარი
  2. რელიფის პრეპარატები
  3. რელიფი სანთლები

რელიფი სანთლები

Relief 12  Box R15
Relief 12  Box F
Relief 12  Box L15
Relief 12  Full F

რელიფი სანთლები

წარმოადგენს სისხლძარღვების შემავიწროებელ საშუალებას, ანორექტალურ მიდამოში ხსნის სისხლდენას, შეშუპებასა და ქავილს. პრეპარატის გამოყენება ხელს უწყობს სისხლძარღვთა ტონუსის გაუმჯობესებას1.

«რელიფი» სანთლები გამოიყენება ბუასილის და ანალური ნახეთქების სამკურნალოდ. მოქმედი ნივთიერება ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი აქტიურად ზემოქმედებს სწორი ნაწლავის მიდამოში მდებარე სისხლძარღვებზე, ხელს უშლის სისხლით ვენების გადავსებას და ავიწროებს კაპილარების სანათურს2.

გამოყენების ინსტრუქცია

 რელიფის ხაზის ბუასილის სანთლები

  აქვს შეშუპების, ქავილის საწინააღმდეგო, სისხლდენის შემაჩერებელი მოქმედება.

Ванная

პრეპარატი გამოიყენება ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ.

Свечи-2

შეიყვანეთ ისე, რომ იგი დარჩეს ანალური არხში (ანუსის დონეზე), სწორ ნაწლავში მთლიანად შეყვანის გარეშე. სუპოზიტორიის ფუძე დაიკავეთ ბინტის საფენით რამდენიმე წუთის განმავლობაში, სანამ ის მთლიანად არ გალღვება.

Время

პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია დღეში 4 ჯერამდე: დილით, ძილის წინ და ნაწლავთა ყოველი მოქმედების შემდეგ.

ჩვენებები

«რელიფი» სანთლები ბუასილისთვის გამოიყენება როგორც სიმპტომური საშუალება ბუასილის, უკანა ტანის ნახეთქების, ანალური ქავილის დროს კომპლექსურ მკურნალობაში.

  • აქვს ადგილობრივად სისხლძარღვთა შემავიწროებელი მოქმედება
  • აჩერებს სისხლდენას;
  • ამცირებს შეშუპებას;
  • ამცირებს ექსუდაციას (სითხის გადმოსვლა ქსოვილის ანთებად უბანში), შესაბამისად მცირდება ანთების ნიშნები;
  • ხსნის ქავილს ანორექტალურ მიდამოში.

დამატებითი ინფორმაცია

    უკუჩვენებები

    სუპოზიტორიების გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ალერგიული რეაქცია პრეპარატის თუნდაც ერთ კომპონენტზე. «რელიფის» სანთლები უკუნაჩვენებია სისხლძარღვთა სისტემის პრობლემების არსებობისას:

    • თრომბოემბოლური დაავადებისას;
    • გრანულოციტოპენიისას.

    «რელიფი» სანთლები ბუასილისთვის სიფრთხილით გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის, ჰიპერთირეოზის, შაქრიანი დიაბეტის, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის დროს.

    არ არის რეკომენდებული «რელიფის» სანთლების გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

    სუპოზიტორიების გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. «რელიფის» სანთლების გამოყენება არ არის რეკომენდებული ზოგიერთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად (მონოამინოოქსიდაზის (მაო) ჯგუფის ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალებები) გვერდითი ეფექტებიდან შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება. «რელიფის» სანთლებით მკურნალობის დროს, ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება მოიმატოს გაღიზიანებამ. იმის მიუხედავად, რომ «რელიფის» სანთლები გამოიყენება რეცეპტის გარეშე, გვერდითი ეფექტების განვითარებისთანავე უნდა მიმართოთ ექიმს.

    შენახვის პირობები

    «რელიფის» სანთლები ჰერმეტულად არის შეფუთული, მუყაოს ყუთში მოთავსებულია 6 სუპოზიტორიანი 2 ბლისტერი. სანთლების შეფერილობა - თეთრიდან ღია ყვითელ ფერამდე. ინახება არაუმეტეს +25 °С ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

    არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ სუპოზიტორიის დამცავი პლასტიკური გარსი დაზიანებულია ან საერთოდ არ არის.

    sf

    პროფილაქტიკა

    ბუასილის პროფილაქტიკისთვის გამოიყენება ისეთი ზომები, როგორიცაა4:

    Пища-2

    დიეტისა და ცხოვრების წესის შეცვლა

    Зарядка

    ფიზიკური აქტივობის ზრდა

    Холод

    გადაციებასა და მავნე ჩვევებთან ბრძოლა

    1. ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის შემცველობის რელიფის პრეპარატს აქვს სისხლძარღვთა შემავიწროებელი მოქმედება, რაც იწვევს სისხლდენის, ქავილის და შეშუპების შემცირებას.
    2. ფენილეფრინის სისხლძარღვთა შემავიწროებელი მოქმედების წყალობით
    3. ტომასი უგ., მაკორმაკი რ. სხვადასხვა სუპოზიტორიებიდან სამკურნალო საშუალებების გამოთავისუფლების მახასიათებლები, განსაზღვრული იონოსელექციური ელექტროდებით. ფარმაციის და ფარმაკოლოგიის ჟურნალი. ივლისი 1971, 23(7): 490-494გვ.
    4. ვორობიოვი გ. ი., შელიგინი იუ. ა., ბლაგოდარნი ლ. ა. ბუასილი: სახელმძღვანელო ექიმებისთვის. - მე-2 გამოცემა., შესწორებული და დამატებული - გამომცემლობა: მ.: ლიტერა, 2010/ - 200გვ.

    CH-20230512-103

    სტატიები

    ჩვენს სტატიებში თქვენ იპოვით ბუასილის შესახებ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს.

    ბუასილის მკურნალობა

    ბუასილის მკურნალობა

    ბუასილის მკურნალობა შეიძლება იყოს კონსერვატიული ან ქირურგიული. კონსერვატიული თერაპია გულისხმობს სისტემური და ადგილობრივი სამკურნალო საშუალებების გამოყენებას, აგრეთვე არამედიკამენტური მეთოდების გამოყენებას

    გაიგე მეტი
    პრეპარატები

    პრეპარატები

    გარე და შიდა ბუასილის მკურნალობისთვის კლინიკურ პრაქტიკაში გამოიყენება “რელიფის” ხაზის პრეპარატები - მალამოები ან სუპოზიტორიები, რომელიც უზრუნველყოფს აქტიური ნივთიერებების მოსახერხებელ “ტრანსპორტირებას” დაზიანებულ უბნებში და აქრობს არასასურველ სიმპტომებს.

    გაიგე მეტი
    რა არის ბუასილი

    რა არის ბუასილი

    ბუასილი აზიანებს უკანა ტანის მიდამოს და წარმოადგენს სწორი ნაწლავის ქვედა ვენური კვანძების დაავადებას, რაც იწვევს ვენების გაგანიერებას - ე.წ. ჰემოროიდულ კვანძებს, რომელსაც ხშირად თან ახლავს სისხლდენა.

    გაიგე მეტი
    footer_logo

    გვერდითი მოვლენების ან ხარისხზე საჩივრის დაფიქსირების სურვილის შემთხვევაში, მიმართეთ ჯანდაცვის სპეციალისტებ(მაგალითად, ექიმს ან ფარმაცევტს) ან მარეგულირებელ ორგანოებს. მიმართვა შეგიძლიათ, ასევე, გააგზავნოთ შემდეგ მისამართზე: drugsafety.russia@bayer.com

    © 2014–2021 АО ««ბაიერი»».
    CH-20230512-103

    • საიტის გამოყენების პირობები
    • ინფორმაცია საიტის შესახებ
    • პერსონალური მონაცემების დაცვა
    • სს "ბაიერის" სამომხმარებლო ხელშეკრულება
    • ტექნიკური ინფორმაცია
    • საიტის რუქა
    • ქუქი ფაილების პარამეტრები

     

    გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს