რელიფი მალამო

რელიფი მალამო

მალამო სისხლძარღვების შემავიწროებელი კომპონენტით - ფენილეფრინით. ინიშნება ხილულად მიმდინარე დაავადების, ასევე შიდა ბუასილის სახეობის დროს.

რელიფი მალამო ნაჩვენებია ქრონიკური ბუასილისა და უკანა ტანის ნახეთქების დროს.

მალამოს ვაზოკონსტრუქციული ეფექტი განპირობებულია სისხლძარღვების სანათურის შემცირებით, ხელს უწყობს სისხლდენის შეჩერებას.

“რელიფის” ხაზის ბუასილის მალამო

აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ქავილის საწინააღმდეგო, სისხლდენის შემაჩერებელი მოქმედება

Ванная

მალამო დაიტანება დაზიანებულ პერიანალურ უბანზე - ანუსის გარშემო, ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ.

Мазь-2

მოხსენით აპლიკატორს დამცავი თალფაქი, მიამაგრეთ აპლიკატორი ტუბს და გამოდევნეთ მალამოს გარკვეული ნაწილი აპლიკატორის გასაპოხად. აპლიკატორის დახმარებით მალამო ფრთხილად დაიტანება დაზიანებულ უბნებზე, გარედან ან უკანა ტანში.

Время

პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია დღეში 4 ჯერამდე: დილით, ძილის წინ და ნაწლავის ყოველი მოქმედების შემდეგ.

ჩვენებები

რელიფის მალამოს გამოიყენება:

  1. ექსუდაციის შემცირება (ანთებულ ქსოვილში სითხის გამოყოფა);
  2. დაზიანებულ ადგილას შეშუპების აღმოფხვრა;
  3. ქავილის შემსუბუქება.

დამატებითი ინფორმაცია

    • ექსუდაციის შემცირება (სითხის გადმოსვლა ქსოვილის ანთებად უბანში);
    • დაზიანებულ უბანზე შეშუპების მოხსნა;
    • ქავილის მოხსნა.​​​​​​

    პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ჰემოროის სამკურნალოდ პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით, ჰიპერთირეოზიით, შაქრიანი დიაბეტით, შარდის შეკავებით (პროსტატის ჰიპერტროფია), ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ქალებში.

    გვერდითი მოვლენები მოიცავს ალერგიულ რეაქციებს, გაღიზიანებას, როგორიცაა კონტაქტური დერმატიტი გამოყენების ადგილზე, ჰიპერთირეოზის გამწვავება, ტრემორი, უძილობა, ნერვიულობა, არითმია, არტერიული წნევის მომატება. თუ ასეთი სიმპტომები გამოჩნდა, უნდა შეწყვიტოთ მალამოს გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობოთ ექიმს ამის შესახებ. 

    ინახება არაუმეტეს 25 ºС ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

    Фенилэфрин

    პროფილაქტიკა

    ბუასილის პროფილაქტიკისთვის გამოიყენება ისეთი ზომები, როგორიც არის:

    Пища-2

     

    დიეტისა და ცხოვრების წესის შეცვლა

    Зарядка

     

    ფიზიკური აქტივობის ზრდა

    Холод

     

    გადაციებასა და მავნე ჩვევებთან ბრძოლა

    1. ფენილეფრინის სისხლძარღვთა შემავიწროებელი მოქმედების წყალობით

    2. ვორობიოვი გ. ი., შელიგინი იუ. ა., ბლაგოდარნი ლ. ა. ბუასილი: სახელმძღვანელო ექიმებისთვის. - მე-2 გამოცემა., შესწორებული და დამატებული - გამომცემლობა: მ.: ლიტერა, 2010/ - 200გვ.

    CH-20230512-103

    სტატიები

    ჩვენს სტატიებში თქვენ იპოვით ბუასილის შესახებ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს.

    ბუასილის მკურნალობა

    ბუასილის მკურნალობა

    ბუასილის მკურნალობა შეიძლება იყოს კონსერვატიული ან ქირურგიული. კონსერვატიული თერაპია გულისხმობს სისტემური და ადგილობრივი სამკურნალო საშუალებების გამოყენებას, აგრეთვე არამედიკამენტური მეთოდების გამოყენებას

    გაიგე მეტი
    პრეპარატები

    პრეპარატები

    გარე და შიდა ბუასილის მკურნალობისთვის კლინიკურ პრაქტიკაში გამოიყენება “რელიფის” ხაზის პრეპარატები - მალამოები ან სუპოზიტორიები, რომელიც უზრუნველყოფს აქტიური ნივთიერებების მოსახერხებელ “ტრანსპორტირებას” დაზიანებულ უბნებში და აქრობს არასასურველ სიმპტომებს.

    გაიგე მეტი
    რა არის ბუასილი

    რა არის ბუასილი

    ბუასილი აზიანებს უკანა ტანის მიდამოს და წარმოადგენს სწორი ნაწლავის ქვედა ვენური კვანძების დაავადებას, რაც იწვევს ვენების გაგანიერებას - ე.წ. ჰემოროიდულ კვანძებს, რომელსაც ხშირად თან ახლავს სისხლდენა.

    გაიგე მეტი