მწვავე ბუასილი: მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა

გავარჩიოთ, რა ნიშნებით განვასხვავოთ მწვავე ბუასილი და რა მოვიმოქმედოთ.

მიზეზები   სიმპტომები  მკურნალობა

რითი განსხვავდება მწვავე ბუასილი ქრონიკულისგან1,2

ხშირად, ბუასილის კვანძები განიხილება პათოლოგიად, თუმცა სინამდვილეში ის წარმოადგენს სწორი ნაწლავის ქვეშ და ანუსის გარშემო არსებული ვენების ნაკრებს. პრობლემები იწყება მაშინ, როდესაც ეს პატარა სისხლძარღვები ითრომბება, ვითარდება ანთება და ზიანდება. ეს გამოწვეულია სისხლძარღვების სისხლით ხანგრძლივი გადავსებით. ბუასილის კვანძების ზომაში ზრდა იწვევს დისკომფორტს, სისხლდენას და შესაძლებელია გამოვარდეს სწორ ნაწლავში ან ანუსში. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ბუასილს.

Пищевод-2


ანთებითი კვანძების ადგილმდებარეობის მიხედვით, გამოირჩევა შიდა და გარე ჰემოროი. შინაგანი, ვენები ფართოვდება სწორი ნაწლავის შიგნით, შინაგანი ან გარეგანი - ანუსის გარშემო კანის ქვეშ

ბუასილი შეიძლება უსიმპტომოდ ან მცირე სისხლდენით ხანგრძლივად მიმდინარეობდეს. ეს არის ქრონიკული ბუასილის პირველი ეტაპი. მეორე ეტაპზე კვანძების ანთება ხდება ისე, რომ ისინი ნაწლავში გამოვარდება, მესამეზე კი ანუსიდან. ამ ეტაპებზე კვანძების უკან ჩალაგება შეიძლება მოხდეს დამოუკიდებლად, ხელის ნაზი მოძრაობით. მეოთხე ეტაპზე ამის გაკეთება შეუძლებელი ხდება - აუცილებელია ოპერაცია. დიაგნოზს "მწვავე ბუასილი", ეწოდება მაშინ, როდესაც კვანძებში თრომბები წარმოიქმნება. მას შეიძლება ახასიათებდეს ან არ ახასიათებდეს ანთებითი პროცესები. მესამე ხარისხის მწვავე ბუასილის დროს, გარდა თავად კვანძებისა, ხდება კანქვეშა ქსოვილის ანთებაც. ამ შემთხვევაში აუცილებელია გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია.

Мазь Релиф®

რელიფი მალამო®

  • ანორექტალური მიდამოს ტრამვები;;
  • ორსულობა;
  • არაბალანსირებული კვება: კვების რაციონში უჯრედისის ნაკლებობა, რომელიც იწვევს შეკრულობას;
  • მძიმე ნივთების რეგულარული აწევა;
  • ასაკი: დროთა განმავლობაში კუნთები და იოგები, რომელიც ბუასილის კვანძებს აკავებენ, სუსტდება;
  • მემკვიდრეობა
Врач

 

ზემოაღნიშნული სიმპტომები ან მათი კომბინაცია, არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ცალსახად ვილაპარაკოთ ბუასილის მიმდინარეობაზე. იგივე სიმპტომები დამახასიათებელია მსხვილი ნაწლავის სიმსივნის, კრონის, ენდომეტრიოზისა და სხვა დაავადებებისათვის. სწორი დიაგნოზის დასმა შეუძლია მხოლოდ ექიმ პროქტოლოგს ან ზოგად ქირურგს

Свечи-2

 

«რელიფის» პრეპარატები შეტანილია ბუასილის მკურნალობის კლინიკურ რეკომენდაციებში. მათ შორის არის განსხვავებული მოქმედების მქონე საშუალებები. მაგალითად, «რელიფის» სანთლები სისხლძარღვების შემავიწროებელი ფენილეფრინით ხსნის შეშუპებას, ამცირებს ანთებას და აჩერებს სისხლდენას.

«რელიფი ულტრა» შეიცავს ჰიდროკორტიზონის აცეტატს, რომელიც ებრძვის ანთებას, და თუთიის სულფატს, რომელიც ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას. «რელიფი ადვანსი» ბენზოკაინით ბუასილის დროს მოქმედებს როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, ხსნის წვას და ქავილს. უნდა გვესმოდეს, რომ ყველა სამკურნალო საშუალებას აქვს უკუჩვენებები და გვერდითი ეფექტები, ამიტომ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ორსულობის დროს მწვავე ბუასილების მკურნალობის თავისებურებები

ყველა პრეპარატი არ არის დასაშვები ორსულობისას, დედასა და ნაყოფზე შესაძლო ზეგავლენის გამო. კორტიკოსტეროიდები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში აკრძალულია ან გამოიყენება ჩვენებების მიხედვით მე-2 და მე-3 ტრიმესტრში. მალამო და სანთლები სისხლძარღვების შემავიწროებელი და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით, გამოიყენება მხოლოდ ექიმის ზედამხედველობით, მაშინ როცა მკურნალობის სხვა ალტერნატივა არ არის. უმეტეს შემთხვევაში აუცილებელია ჩვევების შეცვლა. იმისათვის, რომ შემცირდეს სისხლის დაგროვება ჰემოროიდულ ვენებში და მოვხსნათ ანთება, ექიმი გვირჩევს:

  • არ გაიჭინთოთ დეფეკაციის დროს
  • არ იყოთ ხანგრძლივად ტუალეტში
  • მჯდომარე სამსახურის დროს პერიოდულად დაკავდით ვარჯიშით - მაგალითად გაისეირნეთ რამდენიმე წუთის მანძილზე
  • მიირთვით საკმარისი ოდენობით ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული - ის პროდუქტები, რომელიც მდიდარია უჯრედისით;
  • დალიეთ ბევრი წყალი - ეს განავალს ხდის უფრო რბილს და ხელს უშლის შეკრულობას;
  • არ დატოვოთ უყურედღებოდ ტუალეტში შესვლის სურვილი, რათა დროულად და რეგულარულად მოხდეს ნაწლავების დაცლა3.
Беременность


რეკომენდაციები აქტუალურია არა მხოლოდ ორსულებისთვის. ისინი ნებისმიერ მდგომარეობასა და ასაკში დაგეხმარებათ ბუასილის განვითარების თავიდან აცილებაში.3,4.

ბუასილის პროფილაქტიკა

Пища-2


აუცილებელია კვების რაციონში უჯრედისის დამატება,  წყლის (1,5-2 ლ) მიღება, ალკოჰოლისა და ცხარე საკვების მიღებისგან თავის შეკავება. ეს ხელს შეუშლის შეკრულობის განვითარებას, რომელიც ბუასილის კვანძებს იწვევს.3,6.

Зарядка


იმისთვის, რომ დაავადება არ განვითარდეს, რეკომენდებულია აქტიური ცხოვრების წესი, ფეხით სიარული. თუ სამსახური დაკავშირებულია ხანგრძლივად ჯდომასთან, მნიშვნელოვანია რბილი სკამების უფრო მყარ სკამებზე შეცვლა და შესვენებებზე ვარჯიში6.

Время


დეფეკაციის აქტი უნდა იყოს მარტივი, ორგანიზმს უნდა შევაჩვიოთ ტუალეტში გასვლის რეჟიმს, მაგალითად ყოველ დილით. ტუალეტში ხანგრძლივად ჯდომა საზინოა, დეფეკაციის შემდეგ მშრალი ქაღალდის ნაცვლად უმჯობესია გამოიყენოთ სველი ხელსახოცი, ან ჩაიბანოთ წყლით6.

1. მწვავე და ქრონიკული ბუასილით მოზრდილ პაციენტთა დიაგნოზისა და მკურნალობის კლინიკური რეკომენდაციები. - მოსკოვი 2013 წ.
2.ვორობიოვი გ. ი., შელიგინი იუ. ა., ბლაგოდარნი ლ. ა. ბუასილი: სახელმძღვანელო ექიმებისთვის. - მე-2 გამოცემა., შესწორებული და დამატებული - გამომცემლობა: მ.: ლიტერა, 2010/ - 200გვ.
3. არტურ სტაროსელსკი, ალეხანდრო ა. ნავა-ოკამპო, საბინა ვოჰრა, გედეონ კორენი. ბუასილი ორსულობის დროს // Can Fam Physician. 2008 თებერვალი; 54 (2): 189-190..
4. მაკაროვი ი.ვ., დოლგიხი ო. იუ. ბუასილი: სასწავლო სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის, სტაჟიორებისთვის, კლინიკის ორდინატორებისა და ექიმებისთვის. - მ: გამომცემლობა «გეოტარ-მედია», 2013.  -147გვ.

CH-20230512-103

სტატიები

ჩვენს სტატიებში თქვენ იპოვით ბუასილის შესახებ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს.

ბუასილის მკურნალობა

ბუასილის მკურნალობა

ბუასილის მკურნალობა შეიძლება იყოს კონსერვატიული ან ქირურგიული. კონსერვატიული თერაპია გულისხმობს სისტემური და ადგილობრივი სამკურნალო საშუალებების გამოყენებას, აგრეთვე არამედიკამენტური მეთოდების გამოყენებას

გაიგე მეტი
პრეპარატები

პრეპარატები

გარე და შიდა ბუასილის მკურნალობისთვის კლინიკურ პრაქტიკაში გამოიყენება “რელიფის” ხაზის პრეპარატები - მალამოები ან სუპოზიტორიები, რომელიც უზრუნველყოფს აქტიური ნივთიერებების მოსახერხებელ “ტრანსპორტირებას” დაზიანებულ უბნებში და აქრობს არასასურველ სიმპტომებს.

გაიგე მეტი
რა არის ბუასილი

რა არის ბუასილი

ბუასილი აზიანებს უკანა ტანის მიდამოს და წარმოადგენს სწორი ნაწლავის ქვედა ვენური კვანძების დაავადებას, რაც იწვევს ვენების გაგანიერებას - ე.წ. ჰემოროიდულ კვანძებს, რომელსაც ხშირად თან ახლავს სისხლდენა.

გაიგე მეტი